среда, 3 декабря 2008 г.

პროექტმა “ მწვანე სტიმული” გაიმარჯვა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის მიერ მოწყობილ კონკურსში, რომელიც არჩევდა მოზარდებს ბავშვთა საკრებულოს ჩამოსაყალიბებლად და დაფინანსდა 1000 ლარით 2005 წლის მაისში. პროექტი მიზნად ისახავდა 123 საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერის კეთილმოწყობას, რათა ბავშვებს შეძლებოდათ შესვენებების დროს ბუნებაში ესეირნათ. ამ პროექტის ძირითადი მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილების ღია ცის ქვეშ ჩატარება, რაც ხელს შეუწყობდა ცოდნის გაღრმავებას.




























იქედან გამომდინარე, რომ პროექტის ბიუჯეტი იყო 1000 ლარი ხარჯები საკმაოდ ზუსტად გაიწერა. ჩაფიქრებული იყო ღობის შეკეთება, სკამების, ურნების, ყვავილების თესლების ყიდვა, დეკორატიული წყაროს განახლება,რაც იდეალურ გარემოს შექმნიდა როგორც სკოლში მყოფი მოსწავლეებისთვის, ასევე ჩვეულებრივი გამვლელებისთვის.